გურამ ფალავანდიშვილი - ამდენს რომ ბედავს ეს ტელევიზია, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ურჯულო მთავრობა უნდა წავიდეს
გურამ ფალავანდიშვილი - ამდენს რომ ბედავს ეს ტელევიზია, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ურჯულო მთავრობა უნდა წავიდეს

ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აქცია გამართეს.

„ჯერ გამოვიდა ვითომ მომღერალი და გვირგვინი ედგა თავზე, ეს ვითომ შეურაცხყოფა არ იყო, მაგრამ ამაზე ყველა ერთობოდა. შემდეგ კვესიტაძისა და გვარამიას ეთერში შეუვარდა გაბუნია, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს ჩვენს რელიგიას, თასითა და ე.წ ფუნჯით ვითომ აკურთხა სტუდია. მივმართავ მარეგულირებელ კომისიას, შეუწყვიტოს ლიცენზია მაუწყებელს. ამდენს რომ ბედავს ეს ტელევიზია, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. აუცილებლად უნდა წავიდეს ეს ურჯულო მთავრობა. აბა, სხვა რელიგიაზე ექნათ იგივე? რა რეაქცია ექნებოდათ? აუცილებლად ვითხოვთ გვარამიას გადადგომასა და ტელევიზიის დახურვას“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია იყო საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობას გამართავენ.