გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ დიღომში ახმეტელის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც დიღმის ტყე-პარკს ესაზღვრება.
სამართალდამცავები სავარაუდოდ დღეს მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებებს ეძებენ.
დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.