გუბერნატორი ბეირუთში აფეთქებას ჰიროსიმასა და ნაგასაკის ადარებს [ფოტო]
ბეირუთში აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის პორტის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში შესაძლოა, რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე მიიტანა.
ტელეკომპანია „ალ მაიადენის“ ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა.
ბეირუთის გუბერნატორმა ინციდენტი ჰიროსიმასა და ნაგასაკის აფეთქებებს შეადარა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი გაწყდა ერთ-ერთი სახანძრო ბრიგადასთან. ლიბანში შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
ლიბანური წითელი ჯვრის საზოგადეობის ინფორმაციით, საავადმყოფოებში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან ათობით მოქალაქეა გადაყვანილი.
სააგენტო „როიტერი“ 10 დაღუპულის შესახებ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აფეთქების შედეგად დანგრეული სამი სართულიანი შენობის ნანგრევებში არაერთი ადამიანია მოყოლილი.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.
უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.