გრიპის ვირუსის გამო, ორივე საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს
გრიპის ვირუსის გამო, ორივე საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს. დილიდან მიმოსვლა შეწყვეტილია ენგურის ხიდზე.
აფხაზეთში გადასვლის უფლება მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიწვევა აქვს.
ცხინვალი ადმინისტრაციული საზღვრის გადაკეტვას დღეს, 20:00 საათიდან გეგმავენ. გადაწყვეტილება გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
აფხაზეთმა შეზღუდვა ორი თვით აამოქმედა, ცხინვალში კი აცხადებენ, რომ „საზღვარი შემდგომ განკარგულებამდე“ ჩაიკეტა.