გრიგოლ გუგეშაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს
დოდო გუგეშაშვილის შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სვანეთის ქუჩაზე, ბიძის საცხოვრებელში გადაასვენეს.
დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუგეშაშვილებზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.