„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 ნოემბერს მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„12:00-დან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.