გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკა „გორმედში“ დაუდასტურეს, სადაც დაშავებულები შეიყვანეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულია ხუთი ადამიანი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.