საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
მომხდარის შედეგად, დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებული ფეხბურთელები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.