გორში ხუთი ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა სადგურის დასახლებაში, მანქანების სახელოსნოში მოხდა.
ავტომობილებიდან მოხსნილია საბურავები, სარკეები და მაგნიტოფონები. სახელოსნოს მეპატრონის ინფორმაციით, ზარალი ათას ლარს აღემატება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.