შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში ოთხ ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი შვიდი სექციური რადარი.
კერძოდ:
1. ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
3. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
4. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, – აცხადებენ შსს-ში.