გორში ავტოავარიის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა
გორში ავტოავარიის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა

გორში, შინდისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სკოლიდან მომავალ 13 წლის სამ მოსწავლეს მანქანა შეეჯახა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები გორის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.