გარემოვაჭრეები გორში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
გორის ცენტრში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მერიის ცნობით, გარემოვაჭრეეები მერიის წარმომადგენლებმა ერთი თვის განმავლობაში სამჯერ გააფრთხილეს.