გორის სამხედრო ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით 28 წლის მამაკაცი გვიან ღამით შეიყვანეს. დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა გვიან ღამით გორში, სტალინის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველმა 112-ში დარეკა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.