გორში 16 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდი გორის საოჯახო ტიპის თავშესაფარში ცხოვრობდა.
თავშესაფრიდან გაუჩინარების შემდეგ, პოლიციას მიმართეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს გოგონას ოჯახსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.