გორში 16 წლის გოგოს ეძებენ

20:29, 26.12.2019

გორში 16 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდი გორის საოჯახო ტიპის თავშესაფარში ცხოვრობდა.

თავშესაფრიდან გაუჩინარების შემდეგ, პოლიციას მიმართეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს გოგონას ოჯახსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი