გორის სამედიცინო ცენტრში სავარაუდოდ დანით მიყენებული ჭრილობით მამაკაცი შეიყვანეს
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“. მას ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
საავადმყოფოში იმყოფებიან სამართალდამცველები.
დაჭრილი მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაშია, აცხადებს, რომ არ იცის, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.