ძლიერი ქარი და წვიმა იყო გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა ქარმა სოფელ საქაშეთში ხეები წააქცია და საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა. დაზიანებულია 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მათ შორის, სოფლის საბავშვო ბაღიც.
ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა სოფელ ყელქცეულში.
ზარალის ოდენობას მერიის წარმომადგენლები დაითვლიან. საქაშეთში სიტუაციის გასაცნობად გორის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება.