გორის რამდენიმე სოფელი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა

20:35, 22.05.2020

ძლიერი ქარი და წვიმა იყო გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა ქარმა სოფელ საქაშეთში ხეები წააქცია და საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა. დაზიანებულია 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მათ შორის, სოფლის საბავშვო ბაღიც.

ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა სოფელ ყელქცეულში.

ზარალის ოდენობას მერიის წარმომადგენლები დაითვლიან. საქაშეთში სიტუაციის გასაცნობად გორის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება.

მსგავსი