გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში მეჯვრისხევი და ახალუბანი.
სეტყვა ძლიერ წვიმას მოჰყვა. დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სოფელ მეჯვრისხევში კი, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.