გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ეზოები დაიტბორა

21:29, 11.06.2018

გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში მეჯვრისხევი და ახალუბანი.

სეტყვა ძლიერ წვიმას მოჰყვა. დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სოფელ მეჯვრისხევში კი, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.

 

მსგავსი