გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი მამაკაცი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.