გონიოს სასტუმრო „მგზავრებს“, სადაც ღამით ძლიერი კვამლი იყო, სტუმრები ტოვებენ
გონიოში სასტუმრო „მგზავრებს“, სადაც გვიან ღამით ხანძარი იყო, სტუმრები ტოვებენ. ნაწილს ადმინისტრაცია გადახდილ თანხას უკან უბრუნებს, ნაწილი კი, სხვა სასტუმროებში გადაჰყავს.
ვიზიტორები ღამით ალტერნატიულ სასტუმროებში განათავსეს, დღეს კი, მათ საკუთარი ნივთები გამოაქვთ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ვიზიტორები ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა ათამდე ტურისტს ძლიერი კვამლის გამო სუნთქვის უკმარისობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც, კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, კვამლი მეშვიდე სართულზე მოკლე ჩართვამ და ელექტროსადენების დაწვამ გამოიწვია. მოკლე ჩართვა ლიფტის შახტში იყო.
მომხდარის დეტალებზე „მგზავრების“ ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.