გონიოში, სასტუმრო „მგზავრებში“ ძლიერი კვამლის გამო რამდენიმე ვიზიტორი კლინიკაში გადაიყვანეს [ვიდეო]

გონიოში, სასტუმრო „მგზავრების“ ვიზიტორებმა ღამე სხვა შენობებში გაათენეს, ათამდე პირი კი, კლინიკაში აღმოჩნდა. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც, თვითმხილველების განცხადებით, ლიფტის შახტში გაჩნდა და შენობაში ძლიერი კვამლი დადგა.

კვამლის გამო, შენობიდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის კერის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა, თუმცა კვამლის გამო, ზოგიერთ პირს სუნთქვის პრობლემა შეექმნა. სასწრაფო დახმარებამ ისინი პირველადი დახმარების აღმოსაჩენად კლინიკებში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდათ.

ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა სტაბილურია.