გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს. დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში მიდის.
ამ დროისთვის, კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული, ამათგან – 12 ბავშვი.
გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16-მა ადამიანმა.