გოგიტა თოდრაძე - საქსტატის 2017 წლის ანგარიშზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის შეფასება სუბიექტურია
გოგიტა თოდრაძე - საქსტატის 2017 წლის ანგარიშზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის შეფასება სუბიექტურია

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის გადაწყვეტილებას სუბიექტურს უწოდებს. გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ სტატისტიკის შედგენისას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთოდოლოგიის მიხედვით ხელმძღვანელობდნენ.

„კომიტეტზე წარმოდგენილი შენიშვნები ჩვენთვის ნამდვილად მისაღები და გასათვალისწინებელია. რაც შეეხება მაჩვენებლების წარმოებას, ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. დღეის მდგომარეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ეს მეთოდოლოგიაა შემოთავაზებული. თუ იქნება შეცვლილი, შესაბამისად საქსტატიც მზად არის გადაერთოს აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე. ვფიქრობ, ეს არის სუბიექტური შეფასება, სხვა არაფერი“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დარგობრივმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქსტატის 2017 წლის ანგარიშს. რომან კაკულიამ განაცხდა, რომ მონაცემები სრულყოფილი არ არის. კაკულიას თქმით, ანგარიშში არ არის ის რეკომენდაციები გათვალისწინებული, რომელიც ადრე კომიტეტმა საქსტატს მისცა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ანგარიშში არ არის ასახული არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.