გოგა ხაინდრავა - აშშ თვეში მილიარდობით დოლარს უხდის პუტინს! მართალია ეს, ქალბატონო ელჩო?! ვერ დავიჯერებ
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მორიგი კითხვით მიმართავს.
ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს: „უკუღმა მედასავლეთეების საყურადღებოდ! რა ხდება ეს?! სანქციებს გვერდს უვლის ეს პუტინისტი აშშ და თვეში მილიარდობით დოლარს უხდის პუტინს, უკრაინელი ბავშვები რომ დახოცოს; ქალბატონო ელჩო, მართალია ეს?! ვერ დავიჯერებ! ღმერთო შენ უშველე ამერიკას და უკრაინას!“.
საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-სთან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთი აგრძელებს აშშ-ში თვეში ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის გატანას. მათივე ცნობით, თებერვლის ბოლოდან დღემდე, რუსეთიდან აშშ-ში 3 600 პარტია ხე, ლითონები, რეზინა, სასუქი რადიაქტიული მასალა და სხვა პროდუქცია შევიდა.