გოგა ხაინდრავა – აშშ თვეში მილიარდობით დოლარს უხდის პუტინს! მართალია ეს, ქალბატონო ელჩო?! ვერ დავიჯერებ

18:15, 26.08.2022

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მორიგი კითხვით მიმართავს.

ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს: „უკუღმა მედასავლეთეების საყურადღებოდ! რა ხდება ეს?! სანქციებს გვერდს უვლის ეს პუტინისტი აშშ და თვეში მილიარდობით დოლარს უხდის პუტინს, უკრაინელი ბავშვები რომ დახოცოს; ქალბატონო ელჩო, მართალია ეს?! ვერ დავიჯერებ! ღმერთო შენ უშველე ამერიკას და უკრაინას!“.

საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-სთან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთი აგრძელებს აშშ-ში თვეში ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის გატანას. მათივე ცნობით, თებერვლის ბოლოდან დღემდე, რუსეთიდან აშშ-ში 3 600 პარტია ხე, ლითონები, რეზინა, სასუქი რადიაქტიული მასალა და სხვა პროდუქცია შევიდა.

მსგავსი