გოგა ხაინდრავა - აი, თვალთმაქცობაც ამას ჰქვია, საინტერესოა, რა შედეგი დადგება, მაგალითად, ამერიკაში, ქალბატონო ელჩო
ღრმად პატივცემულ ქალბატონ ელჩს, დეგნანს, ამ წლების მანძილზე, ლომჯარიაზე დახარჯული დრო, ქართული ხალხური სიბრძნის შესწავლაზე რომ მიემართა, ეცოდინებოდა, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აშშ ბიძინა ივანიშვილზე, ან ნებისმიერ სხვაზე ვერ იტყვის, არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს“.
„აი, თვალთმაქცობაც ამას ჰქვია! ჭეშმარიტად, ენას ძვალი არ აქვს. „ფორმულას“ დონის განმარტებაა. აწი მიჰყვებიან მსოფლიოს ხალხები ოლიგარქების განსაზღვრას. საინტერესოა, რა შედეგი დადგება, მაგალითად, ამერიკაში, ქალბატონო ელჩო?“, – წერს ხაინდრავა.