გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და „მეგა ბიმაქსის“ გამარჯვება ლიუბლიანაში
19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე „ადრიტიკის ლიგაში“ წარმატებულ თამაშს განგრძობს. მე-15-ე ტურის შეხვედრაში „მეგა ბიმაქსმა“ სტუმრად ლიუბლიანას „ოლიმპია“ 76-69 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება დაფიქსირდა. სარგებლიანობის მხრივ, ბითაძე ნიკოლა რებიჩთან ერთად საუკეთესო გახლდათ. სერბულმა კლუბმა მატჩის ბოლო მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა და დასკვნით 7 წუთში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. ამ გამარჯვების შემდეგ, „მეგა ბიმასმა“ სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზე გადაინაცვლა. დუშან მილოიევიჩის გუნდის მომდევნო მეტოქე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ იქნება.