NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სეზონი „კლივლენდთან“ მარცხით დაასრულა #1TVSPORT
NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სეზონი „კლივლენდთან“ მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის, გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის სეზონი „კლივლენდ კავალიერსთან“ აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის პირველი ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში მარცხით დაასრულა.

„ორლანდოსა“ და „კლივლენდს“ შორის სერიაში ანგარიში 3:3 იყო, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა „კავალიერსმა“ 106:94 მოიგო.

ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენის შანსი კვლავ არ მიეცა, სერიის მანძილზე კი მან, ჯამში, მოედანზე 10 წუთი გაატარა. „კლივლენდის“ რიგებში 39 ქულით საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, ხოლო 38 ქულით „ორლანდოს“ პაოლო ბანკერო ლიდერობდა.

შედეგად, NBA-ში პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო კონფერენციის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„ბოსტონი“ – „კლივლენდი“
„ნიუ იორკი“ – „ინდიანა“
„ოკლაჰომა“ – „დალასი“
„დენვერი“ – „მინესოტა“