გოგა ბითაძემ ხუთი წუთი მიიღო - „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ ხუთი წუთი მიიღო - „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანსი“ დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ მიიღო და 121:106 გაიმარჯვა.

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ხუთი წუთი მიიღო, რა დროშიც 4 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 22 ქულით საგსი იყო, 20 ქულა ჰქონდა პაოლო ბანკეროს. „ნიუ ორლეანსის“ რიგებში კი ყველაზე მეტი ქულა მერფიმ (21) ჩააგდო.

ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 42 მოგება და 28 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.