გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ სტუმრად „ბელგრადთან“ დამარცხდა
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ სტუმრად „ბელგრადთან“ დამარცხდა

ადრიატიკის ლიგის გათამაშება გრძელდება. მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში, გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ გასვლაზე, „ბელგრადს“ დაუპრისპირდა და მატჩი ანგარიშით 88-96 დათმო.

ქართველი კალათბურთელი კვლავ ძირითად ხუთეულში იყო. 18 წლის ცენტრმა, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, ამჯერად შთამბეჭდავი სტატისტიკა ვერ დააფიქსირა. გოგამ, 22 წუთში: 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება გააკეთა. სტუმართა შორის, საუკეთესო, სტეფან სინოვეცი იყო, 22 ქულით. წაგების შემდეგ, „მეგა ბიმაქსი“ ჩემპიონატში მე-6-ე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, დეიან მილოიევიჩის გუნდი, საკუთარ მოედანზე ხორვატულ „ზადარს“ მიიღებს.