გოგა ბითაძეს 12 წუთში 10 ქულა ჰქონდა
გოგა ბითაძეს 12 წუთში 10 ქულა ჰქონდა

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” მორიგი მატჩი ჩაატარა სერბეთის ჩემპიონატში. მან სტუმრად “ტამისი” 73:62 დაამარცხა.

ბითაძემ, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ცოტა სათამაშო დრო მიიღო – 12 წუთი დაჰყო მოედანზე, რომლის დროსაც 10 ქულა (5/6 – ორქულიანი, 0/1 – სამქულიანი, 0/2 – საჯარიმო), სამი მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა.

“მეგა ბიმაქსისთვის” ეს ზედიზედ მეორე მოგება იყო და ექვსი ტურის შემდეგ, გუნდმა სერბული ლიგის A ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 6 მაისს, საკუთარ მოედანზე “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ ჩაატარებს.