სერბულმა საკალათბურთო გუნდმა „მეგა ბიმაქსმა“, რომელშიც ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე თამაშობს, სეზონისთვის მზადების ციკლში პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – ყატარის ნაკრებს დაუპირისპირდა.
„მეგა ბიმაქსმა“ ძალიან იოლად მოიგო – 106:60. 19 წლის ბითაძემ 13 ქულა დააგროვა და 10 მოხსნაც მიითვალა.
სერბული კლუბის მზადება 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დღეს „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგის 2081-19 წლების სეზონში ჩაებმება.