ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, გოდერძი ჩოხელის რომანი გერმანულ ენაზე ითარგმნა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, გოდერძი ჩოხელის რომანი გერმანულ ენაზე ითარგმნა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად გერმანულ ენაზე კიდევ ერთი რომანი ითარგმნა. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გოდერძი ჩოხელის რომანი „წითელი მგელი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის, Frankfurter Verlagsanstalt მიერ გამოიცა .

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა. რომანი სხვა გერმანულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად ფრანკფურტის 2018 წლის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველო წელს მთავარი სტუმარი ქვეყანაა.