გოჩა გოგრიჭიანი მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე მოსკოვური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბმა ცსკა-მ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ გოჩა გოგრიჭიანთან კონტრაქტი გააფორმა. ადრე, ის „როსტოვის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, გოგრიჭიანი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, რადგან განაცხადში მისი შეყვანა შეუძლებელია“, – წერია მოსკოვური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
2019/20 წლების სეზონის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, გოგრიჭიანმა 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ის ცნობილი ქართველი თავდამსხმელის, საქართველოს ნაკრებისა და სოხუმის „ცხუმის“ ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის ვაჟია. გოგრიჭიანს „ჯვაროსნებში“ 1994-1997 წლებში იძახებდნენ, რომლის ფორმით 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
გოჩა გოჩას ძე გოგრიჭიანი:
დაიბადა 2000 წლის 5 მაისს.
ამლუა: შემტევი ნახევარმცველი.
სიმაღლე: 175 სმ.
წონა: 62 კგ.
წინა კლუბი: „როსტოვი“.