რუსული არმიის გუნდი დაამარცხეს - „დინამო 2“- მა შეკრება ცსკა-სთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT
რუსული არმიის გუნდი დაამარცხეს - „დინამო 2“- მა შეკრება ცსკა-სთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT

„დინამო თბილისი 2“-მა ახალი სეზონისთვის მზადება ბელეკში საკონტროლო მატჩით დაასრულა, რომელშიც რუსული არმიის გუნდი დაამარცხა.

„დინამომ“ შეკრებაზე ბოლო, მეოთხე ამხანაგური მატჩი წარმატებით ჩაატარა – ლადო კაკაშვილის გუნდი ამჯერად მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

„დინამომ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. ნიკა სიხარულაშვილის გადაცემით გოლი ფირუზ გაბიტაშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი თბილისურმა გუნდმა უპირატესობა გაიმყარა. ამჯერად გაბიტაშვილმა ზუსტი პასით გამოიჩინა თავი, მეტოქის კარი კი ჯადული იობაშვილმა აიღო – 2:0.

თბილისელებმა კიდევ ერთი გოლი შეხვედრის 65- ე წუთზე გაიტანეს. მიხეილ ქოჩაკიძის გადაცემით დიტო ფაჩულიამ ისარგებლა. მეტოქემ მატჩის ბოლოს თერთმეტმეტრიანით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და საბოლოოდ, „დინამო 2“-მა 3:1 მოიგო.

ამ შეხვედრით დინამოელებმა ბელეკში შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. დედაქალაქელები ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობენ.

დინამო 2 – ცსკა 2 მოსკოვი – 2:1

დინამო 2: კუტალაძე, ჟივიძე, ერაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, ოდიშარია, აფციაური, სიხარულაშვილი, ჯ. იობაშვილი

სათადარიგოები: გ. იობაშვილი, ქოჩაკიძე, იაკობიძე, უბილავა, ჭითაშვილი, ცხოვრებაშვილი, მირზიკაშვილი, გოგობერიშვილი, ფაჩულია