თორნიკე შენგელიას 18 ქულა და ორმაგი დუბლი - ცსკა-მ ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კლუბი ცსკა წაუგებელ სერიას განაგრძობს.

მოსკოვლები ამჯერად VTB ლიგაში „უნიკსს“ დაუპირისპირდნენ, მასპინძლები ანგარიშით 76:83 დაამარცხეს და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანის ანგარიშზე 18 ქულა, 12 მოხსნა და ორმაგი დუბლია.

სტუმართა რიგებში საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ქართველი ლეგიონერი დასახელდა, მატჩში საუკეთესო კი ყაზანური „უნიკსის“ ამერიკელი მოთამაშე აიზეია ქენანი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 36 ქულა შესძინა.