გრიგალავას „არსენალმა“ მარადიშვილის ცსკა დაამარცხა - ტულელებმა ქართველების „როტორს“ ვერ გადაასწრეს #1TVSPORT
გრიგალავას „არსენალმა“ მარადიშვილის ცსკა დაამარცხა - ტულელებმა ქართველების „როტორს“ ვერ გადაასწრეს #1TVSPORT

გია გრიგალავას ტულის „არსენალმა“ რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოვის ცსკა მიიღო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

გია გრიგალავა „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ცსკა-ში კი ასევე 90 წუთი ჩაატრაა კონსტანტინე მარადიშვილმა. ანგარიში 42-ე წუთზე ვლადისლავ პანტელეევმა პენალტით გახსნა, ხოლო ალეკსანდრ ლომოვიცკიმ 45-ე წუთზე ცსკა-ს გოლი „გასახდელში გააყოლა“. 51-ე წუთზე არმიელებს გრიგალავამ შეუტია, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მცველისგან კუთხურზე გადავიდა და ცსკა გადარჩა. 

მეორე ტაიმი მოსკოველებმა უკეთ ჩაატარეს, მატჩის მიწურულს, 90+1-ე წუთზე ნაიარ ტიხიზიანმა სხვაობა შეამცირა. ამ დროს „არსენალს“ ორი მოთამაშე გაუგდეს – ჯერ ვალერი გრომოკო, ხოლო 90+4 წუთზე ალეკსანდრ დოვბნია, მაგრამ მოსკოველებმა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და „არსენალმა“ 2:1 მოიგო.

22 ტურის შემდეგ „არსენალმა“ 17 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა. მოგების მიუხედავად, ტულელები ვოლგოგრადის „როტორს“ (სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს) მაინც ჩამორჩებიან – ვოლგოგრადელებს 18 ქულა აქვთ და ისევ მე-13 პოზიციაზე არიან. ორივე გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეიოფის ზონაშია.