გრიგალავამ „გაზპრომ-არენა“ გამარჯვებულმა დატოვა
გრიგალავამ „გაზპრომ-არენა“ გამარჯვებულმა დატოვა

გია გრიგალავას ტულას „არსენალი“ პეტერბურგის „გაზპრომ-არენაზე“ ნამდვილი სენსაცის ავტორი გახდა და ბოლო წლების რუსული ფეხბურთის ლიდერი „ზენიტი“ რუსეთის თასის გათამაშებიდან გამოაგდო.

მატჩის ფავორიტად „ზენიტი“ მიიჩნეოდა, მით უფრო, რომ თასის 1/8-ფინალურ შეხვედრას პეტერბურგელები მასპინძლობდნენ. გია გრიგალავამ „არსენალში“ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველმა 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ტულელებმა კი „ზენიტი“ გასვლაზე 1:2 დაამარცხეს.

„არსენალი“ მეოთხედფინალურ შეხვედრას 3 მარტს ჩაატარებს. სხვათა შორის, ტულელები 13 თებერვალს, თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და მეტოქეს უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.