გოჩა გოგრიჭიანი ცსკა-ში ჩაირიცხა
გოჩა გოგრიჭიანი ცსკა-ში ჩაირიცხა

გოჩა გოგრიჭიანი მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე მოსკოვური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბმა ცსკა-მ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ გოჩა გოგრიჭიანთან კონტრაქტი გააფორმა. ადრე, ის „როსტოვის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, გოგრიჭიანი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, რადგან განაცხადში მისი შეყვანა შეუძლებელია“, – წერია მოსკოვური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

2019/20 წლების სეზონის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, გოგრიჭიანმა 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ის ცნობილი ქართველი თავდამსხმელის, საქართველოს ნაკრებისა და სოხუმის „ცხუმის“ ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის ვაჟია. გოგრიჭიანსჯვაროსნებში“ 1994-1997 წლებში იძახებდნენ, რომლის ფორმით 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გოჩა გოჩას ძე გოგრიჭიანი:

დაიბადა 2000 წლის 5 მაისს.

ამლუა: შემტევი ნახევარმცველი.

სიმაღლე: 175 სმ.

წონა: 62 კგ.

წინა კლუბი: „როსტოვი“.