ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრება.
შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა სახელმწიფოთა არაფორმალური საერთაშორისო პარტნიორობაა, რომლის მიზანია, გლობალურად გაძლიერდეს მზადყოფნა ჯანმრთელობის დაცვაზე და თავიდან იქნას აცილებული ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული ტერორიზმი.
„კონფერენციის მთავარი ამოცანაა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ერთ-ერთი მიმართულებით, რასაც ბიოლოგიურ საფრთხეებზე უწყვეტ რეჟიმში ზედამხედველობა ეწოდება და რაშიც საქართველო ლიდერია, ტექნოლოგია გავუზიაროთ ჩვენს მეზობლებს და საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და განმარტა, რომ აღნიშნული საფრთხეების პრევენციის მიზნით, ერთიანი ჯანდაცვის კონტექსტში, მონაცემების შეგროვებასა და რეაგირების ერთიან სისტემას გულისხმობს.
საერთაშორისო შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება.