გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა
გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა

გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.