რა ვითარებაა გლდანში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა [ფოტო/ვიდეო]

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა გლდანის რაიონში შექმნა. დატბორილია ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები.

კალაძის თქმით, მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურა ახორციელებს სამუშაოებს, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.