გლდანში, მეხუთე მიკრორაიონის 21-ე კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.