გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 17 აპრილს გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.