გლდანში, გობრონიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:02, 17.04.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 17 აპრილს გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი