დეპუტატი გივი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას მედიაგადაღების პრობლემა არ იქნება.
როგორც გივი ჭიჭინაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება საერთო საქმეზე.
„აქციის მონაწილეებმა დღეს თავად განაცხადეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ყველა შენიშვნა, ეს იქნება ეკოლოგიურად, რა უკუჩვენება ექნება ამ ჰესის აშენებას. გიგანტური ჰესები ყველა ქვეყანაშია აშენებული. შევეცდებით ყველა თემა გავიაროთ, რა რისკებია, რა საშიშროებებია. საიდუმლო მოლაპარაკება არ არის, არის საუბარი საერთო საქმეზე და მედიის შემოშვება პრობლემა არ უნდა იყოს“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება.