გიული ალასანია - სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ის არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია
ჯერ ერთი, განსაზღვრავს, უკაცრავად, და მეორე, ეს არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანია გამოეხმაურა სააკაშვილზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
„ასე იოლად არ არის ეს ყველაფერი. აი, ბატონი იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად, აანონსებს სიკვდილს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.