გიული ალასანია – სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ის არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია

15:00, 02.02.2023

ჯერ ერთი, განსაზღვრავს, უკაცრავად, და მეორე, ეს არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია გამოეხმაურა სააკაშვილზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

„ასე იოლად არ არის ეს ყველაფერი. აი, ბატონი იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად, აანონსებს სიკვდილს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი